გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა კალიურანდი: შესწორებები ბატონი ივანიშვილის სანქცირებაზე საერთოდ ამოვარდნილი იყო რეზოლუციის თემიდან, ეს პოლიტიკური განცხადება იყო, არ შეგვიძლია ვითამაშოთ ამ სიტყვებით, როდესაც საქმე სანქციებს ეხება

16-06-2022

„შესწორებები ბატონი ივანიშვილის სანქცირებაზე საერთოდ ამოვარდნილი იყო მედია თავისუფლების კონტექსტიდან, მთლიანად რეზოლუციის თემიდან. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია ვითამაშოთ ამ სიტყვებით, როდესაც საქმე სანქციებს ეხება. ეს ძალიან სერიოზული თემაა, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, როდესაც გვაქვს ინფორმაცია და სრულ სურათს ვხედავთ, მაგრამ თუ ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, ფაქტები, ასეთ თემებზე სპეკულირებას ვერ დავიწყებ, ვთვლი, რომ არ არის ეს სწორი და სხვებსაც მოვუწოდებ, რომ თემა არ განიხილონ, თუ არ აქვთ ობიექტური მონაცემები და ნათელი ფაქტები“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, მან არ იცის, რატომ შეიტანეს ეს ჩასწორება, როდესაც კითხა, არ მიაწოდეს არანაირი მონაცემები, ან ფაქტები, ეს პოლიტიკური განცხადება იყო, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ასეთ სერიოზულ თემებზე შეიძლება ასე მოქცევა.

 

„მე არ ვიყავი სხვათა შორის ამ რეზოლუციის ინიციატორი. როდესაც რეზოლუცია გამოიტანეს განსახილველად, იქ იყო საუბარი ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე, სასამართლო სისტემაზე და მედია თავისუფებაზე. ვეთანხმები, რომ ეს საკითხები გადასაჭრელია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ასეთი სასწრაფო იყო, რომ მაინც და მაინც იმ დღეს განგვეხილა. იყო პრეზენტაცია მოლდოვის შესახებ, რომელიც იყო ძალიან პოზიტიური. მე არ ვუჭერ მხარს, რომ დღის წესრიგში ყოფილიყო, მაგრამ როგორც კომპრომისი, გადავწყვიტე, ხმა მიმეცა, მაგრამ შემდეგ შესწორებები გამოჩნდა, სადაც საუბარი იყო ბატონი ივანიშვილის სანქცირებაზე, რომელიც საერთოდ ამოვარდნილი იყო მედია თავისუფლების კონტექსტიდან, მთლიანად რეზოლუციის თემიდან.

 

ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია ვითამაშოთ ამ სიტყვებით, როდესაც სანქციებს ეხება საქმე.

 

ეს ძალიან სერიოზული თემაა, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, როდესაც გვაქვს ინფორმაცია და სრულ სურათს ვხედავთ, მაგრამ თუ ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, ფაქტები, ასეთ თემებზე სპეკულირებას ვერ დავიწყებ, ვთვლი, რომ არ არის ეს სწორი და სხვებსაც მოვუწოდებ, რომ თემა არ განიხილონ, თუ არ აქვთ ობიექტური მონაცემები და ნათელი ფაქტები. გავიმეორებ, არ ვაპირებ ამაზე სპეკულირებას. ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ გადაწყვიტა, რომ ეს ჩასწორება შეეტანა რეზოლუციაში ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, რატომ შეიტანეს ეს ჩასწორება. როდესაც ვკითხე, მე არ მომაწოდეს არანაირი მონაცემები, ან ფაქტები. ეს პოლიტიკური განცხადება იყო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთ სერიოზულ თემებზე შეიძლება ასე მოქცევა“ - განაცხადა მარინა კალიურანდიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930