20-06-2022
არანაირი ფინანსები არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. შესაბამისად, როდესაც ამას ავრცელებ, მავნებლურად ცდილობ, რაღაცნაირად გაამძაფრო უარყოფითი ემოცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ნაცმოძრაობის სხვადასხვა შიდა დახურულ ჯგუფებში ავრცელებენ ინფორმაციას და ბევრმა ადამიანმა არ იცის მაგალითად იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსი რაიმე ფინანსებთან დაკავშირებული არ არის.
„ნაცმოძრაობის სხვადასხვა შიდა დახურულ ჯგუფებში, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის დავალების სახით გასავრცელებლად. ბევრმა ადამიანმა არ იცის და სპეციალური ცოდნა არ გააჩნია მაგალითად იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსი დაკავშირებული არ არის რაიმე ფინანსურ დამატებით ბენეფიტებთან, ფიდბეკებთან, უფრო უკეთეს პირობებთან, ვიდრე აქამდე ჰქონდა მათთან ურთიერთობაში, ფინანსურ ინსტიტუტებთან, მსგავსი არაფერი არსებობს.
არანაირი ფინანსები არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. შესაბამისად, როდესაც ამას ავრცელებ, მავნებლურად ცდილობ რაღაცნაირად გაამძაფრო უარყოფითი ემოცია. ამ მიზანს ემსახურება და უარყოფით ემოციას გამძაფრება არ სჭირდება.
უსამართლობის განცდა გაჩნდა საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში, სიხარულის განცდა ევროპერსპექტივასთან დაკავშირებით, უსამართლობის განცდა გაჩნდა კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე ვერმიღებასთან დაკავშირებით და რეალური განცდებიდან გამოვიდეთ და არა ვიღაცა გავაღიზიანოთ რაღაცით რაც არ არის ბუნებაში. რაში სჭირდებათ, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, სხვათა შორის ჩემი ბევრი ახლობელი და ნაცნობი წამოეგო, მათ არ გააჩნიათ ცოდნა ამის შესახებ, ყველა არ არის ვალდებული იცოდეს, კანდიდატის სტატუსი დაკავშირებულია თუ არა გარკვეულ ფინანსურ სარგებელთან. არ იციან და გააზიარეს, გული დაწყდათ, შესაბამისად, ასეთი ფეიკების გავრცელება ემოციების გამძაფრებას ეძღვნება და მეტს არაფერს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024