21-06-2022
,,საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი ხელით ჩავწერე 78-ე მუხლია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. სანამ ვიღაცეები რაღაცეებს საუბრობენ და რაღაც უაზრო ფურცლებს აფრიალებენ, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ ნორმა, რომელიც ამყარებს ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციას,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მუხლს, რომელიც ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციას ამყარებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპულობას იბრალებს.
,,ჩვენ ჩავწერეთ და ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭირა, ხმა არ მისცა ზუსტად იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და სინამდვილეში არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში. ასევე, იმ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა გიორგი მარგველაშვილმა. ყველამ შეინახოს საკუთარი ფურცლები კარგად. ჩვენ გვაქვს ერთი ფურცელი ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ამბობს პირდაპირ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა. მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, რომ მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არ არის საინტერესო," - განაცხადა კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024