გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და ქვეყნის წალეკვას, სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს

21-06-2022

გუშინდელი აქცია ორგანიზებული იყო ნაცმოძრაობის და „სირცხვილიას“, ანუ მისი ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებული, ეს იყო ბაკურიანის გეგმის შემადგენელი ნაწილი, ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაიწყეს მისი აღსრულება, თუმცა ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული ‘ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, ბაკურიანის შეკრების მონაწილეებმა ძალიან მარტივი გათვლა ჰქონდათ, მათ ჰქონდათ რატომღაც მოლოდინი, რომ აუცილებლად ორ ქვეყანას მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა, ეს საიდანღაც წინასწარ იცოდნენ, ამას უნდა მოყოლოდა აქციები, არეულობა და ბოლო წერტილი ამ გეგმის არის ომი.

 

„მათ ჰქონდათ რატომღაც, საზოგადოება ამით უნდა დაინტერესდეს, რატომღაც მოლოდინი, რომ აუცილებლად ორ ქვეყანას მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა, ეს საიდანღაც წინასწარ იცოდნენ, ამას უნდა მოყოლოდა შემდეგ აქციები, არეულობა და ბოლო წერტილი ამ გეგმის არის ომი, ეს გეგმა ძალაშია, თუმცა ჩვენ არავის მივცემთ ამ გეგმის აღსრულების საშუალებას. რაც შეეხება შეკრების მონაწილეებს გუშინ, ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა და როგორც მოგეხსენებათ ევროპა უნდა ბევრად მეტს, თუნდაც ვიდრე გუშინ იყო გამოსული, გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა არის, 3 მილიონი ადამიანი და მეტი საქართველოში დამატებით, რომელიც მხარს უჭერს ევროპას ეს არის საქართველოს მოსახლეობის, 85% .

 

გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ ეს მიზანი ევროინტეგრაცია პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ გვიტრიალებენ გასული კვერების განმავლობაში იმ მუხლს, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ ჩვენი ხელით კონსტიტუციაში და რომელსაც ხმა არ მისცეს ზუსტად ამ ადამიანებმა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ცინიზმი აქედან ჩანს და ვინ არის რეალურად ევროპის მომხრე და ვინ არა, აქედან ჩანს ძალიან კარგად. გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს, იმისათვის, რომ ხალხი არ დაშლოდათ.

 

თუმცა ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას, ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს, ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული. საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930