22-06-2022
“შედით ვიკიპედიაში და დატკბით უკრაინელი ოლიგარქების ჭრელი სიით, რომლებიც ამ მომენტამდეც ახორციელებენ ზეგავლენას ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე და უმაღლესი ხელისუფლების პირებზე - მაგრამ მათი დეოლიგარქიზაცია არ ხორციელდება. რადგან ეს კანონი მათ არანაირად არ შეეხო, ესე იგი არც ყოფილან ოლიგარქები?”- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
დავიწყეთ "კოაბიტაციით", გადავედით "ფასილიტაციაში", შევტოპეთ "მედიაციაში", მოგვახვიეს "დეპოლარიზაცია" და დავეტაკეთ "დეოლიგარქიზაციას" - დიდი ინტერესით ველოდებით, რას მოგვიგონებენ კიდევ. აქამდე მეგონა, რომ ოლიგარქიზაცია არ არსებობს - არსებობენ მდიდარი ადამიანები, მათ შორის ავტორიტეტის მქონე და უავტორიტეტონი, მეცენატები და კრიჟანები - რომლებიც აწარმოებენ ბიზნეს-საქმიანობას და ჩვეულებრივი "მოკვდავების" მსგავსად ქვეყნის კანონმდებლობის ქვეშ დადიან. დღემდე გაუგებარია გასული წლის სექტემბერში უკრაინაში მიღებული "დეოლიგარქიზაციის" კანონის მიზანი - შედით ვიკიპედიაში და დატკბით უკრაინელი ოლიგარქების ჭრელი სიით, რომლებიც ამ მომენტამდეც ახორციელებენ ზეგავლენას ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე და უმაღლესი ხელისუფლების პირებზე - მაგრამ მათი დეოლიგარქიზაცია არ ხორციელდება. რადგან ეს კანონი მათ არანაირად არ შეეხო, ესე იგი არც ყოფილან ოლიგარქები? "ჩვეულებრივი" მილიარდერები ყოფილან. ამ ლოგიკით, იყო თუ არა ოლიგარქი - დონალდ ტრამპი? რჩება თუ არა ის ოლიგარქად დღემდე? მაშ რატომ არ "დეოლიგარქობენ" მას? მე ის ასევე "უბრალო" მილიარდერი მეგონა. ამ ანბანური ლოგიკის მოშველიება სამწუხაროდ იმისთვის გვჭირდება, რომ მერამდენედ უნდა დავხარჯოთ ძალა და რესურსი ჩვენი უიღბლო მავნებლებისა და მათ გაკოტრებულ საერთაშორისო მხარდამჭერთა მორიგ ძალისხმევაზე - ახალი ტერმინით გადაფარონ საკუთარი პოლიტიკური წარუმატებლობა და იმ რეალურ კრიმინალ-ოლიგარქებს გადააფარონ გადამრჩენი კალთა, რომლებითაც მართლაც რომ გადავსებულია მათი კორპორაცია”- წერს ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024