გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სულხან სალაძე: საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჯერ გაანალიზებული უნდა იქნას და გადაწყვეტილების მიღება ამის შემდეგ მოხდეს

30-06-2018

"რეკომენდაციები, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა უნდა იქნას გაანალიზებული და ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული"- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ორი რეკომენდაცია, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიას შეიმუშავა, ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით უფრო მარტივად არის საქმე - როდესაც საუბარია, რომ გარდა ორი ადამიანისა, კიდევ მესამემაც მიიღო იქ სხეულის დაზიანება. ეს ადასტურებს, რომ მინიმუმ სამი იარაღი იყო გამოყენებული ამ შემთხვევაში. აქ უფრო ნათელია და მკაფიოა. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, საბოლოო გადაწყვეტილება ალბათ კომისიამ უნდა მიიღოს და მე ვისურვებდი რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღოს სრული კონსენსუსის შედეგად, ეს იდეალური იქნება. ბევრ ვერსიასა და ვარიანტზე იყო საუბარი, თუ რას შეუწყობს ახლა ამ რეკომენდაციის მიღება ხელს და რა შეიძლება დააზიანოს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეხვედრა დახურული იყო, მე მაინც ღიად ამ შესაძლო რისკებზე ან პირიქით, უკეთეს განვითარებაზე არ ვაპირებ საუბარს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი განიხილება და იმედს ვიტოვებ, რომ კომისია მიიღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.


მე მოვისმინე, როგორც მხარდამჭერი, ასევე შედარებით რბილი პოზიციები და ვფიქრობ ყველა მათგანი უნდა იქნას გაანალიზებული და ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული. მიტუმეტეს, რომ ის რაზეც, თავიდან ერთგვარი შემოთავაზების სახით იყო საუბარი, მაინც რჩება მოცემულობად და ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომ ეს საკითხი ისევ გამოვიდეს რეკომედაციით კომისიის წინაშე.


ამ ეტაპზე რთულია პირდაპირ საუბარი, მითუმეტეს, რომ ბევრი პირი, ვინც შეიძლება აქ ფიგურირებდეს ჯერ კიდევ არ გამოუკითხავს კომისიას, არ მიუღია ახსნა-განმარტებები, დ ყველა ნიუანსი არის გასათვალისწინებელი.


ჩემი პირადი მოსაზრება იყო ექნება თუ არა კომისიას რეკომენდაცია გამოძიებასთან, რომ იყოს შესწავლილი რა ხდებოდა 1 დეკემბრიდან ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ძალიან ბევრი კითხვა არის გამოძიებასთან მიმართებით, ცხადია, მათ არ გამორიცხეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ესეც იქცეს რეკომენდაციად და ასევე იყოს განხილული.


იყო ძალიან საინტერესო საუბრები, მათ შორის, სხვადასხვა ფორმით, უშუალოდ სასამართლო პროცესებზე გაჟღერებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომლის აღმოჩენამ და პოვნამაც შეიძლება დიდწილად განსაზღვროს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ამ საქმეში. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ არსებობს, არის მონათხრობი, ზეპირი ფორმით, არის იმის რესურსი, რომ ეს ინფორმაცია აღდგენილი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ კომისია ღიად მუშაობს და სრულწლოვანი ადამიანები ღიად იკითხებიან, იმედი მაქვს ბევრ რამეს კიდევ მომავალში ვნახავთ“-განაცხადა სალაძემ.


დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031