გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ვფიქრობ, პრობლემა არ შეიქმნება

30-06-2018

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მესამე სექტორის მხრიდან სხვადასხვა აზრები გამოითქვა. მათ შორის გახმოვანდა პოზიცია - ხომ არ არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, იქედან გამომდინარე რომ ინციდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით გამოკითხულები არ არიან.


„ჩვენც ამას ვამბობდით ბოლო დღეების განმავლობაში, მეორე რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეიძლება თანხმობაც კი იყოს, იმიტომ რომ ეს არ არის მაინცდამაინც პრაქტიკული და პრინციპული საკითხი. ასევე დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რამდენად აქვს კომისიას უფლება გასცეს რეკომენდაცია რეგლამენტის მიხედვით, ამ ტიპის რეკომენდაცია რომ კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რამდენად არის ამ პირის ქმედებაში დღევანდელი მოცემულობით და არსებული მტკიცებულებებით იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაშია მოცემული, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება საუბარი 2 საათიან მსჯელობაზე. ჩვენი პოზიცია დაახლოებით რომ გითხრათ, ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, პრობლემას არ შევქმნით, გ. მ.-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე"-განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031