გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ტვ პირველის ჟურნალისტზე: თუ, მართლა, ვინმეს აინტერესებს, რა ხდებოდა გუშინ, ის საოცრება, ნახევარ საათიანი მასალა უნდა ნახოს; წარმოუდგენელი ამბავია, რასაც თქვენ ესწრებოდით და ალბათ ხვდებით, რაზეც ვსაუბრობ

24-06-2022

,,არაფერში არ წერია, ნახევარი საათი რესპონდენტის ნერვებზე ითამაშო, აყენო შეურაცხყოფა, არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტში ეს არ ზის, წარმოუდგენელი ამბავია. რაღა ამ ადამიანთან გვემართება მაინცდამაინც ეს ამბავი," - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის ნატა ქაჯაიას მისამართით დასმულ შეკითხვას.

 

როგორც მდინარაძემ განმარტა, რომ შეგვექმნას წარმოდგენა, თუ რა მოხდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ უნდა ინახოს სრული მასალა, რომლის შინაარსობრივი ნაწილის გამჟღავნება მდინარაძემ უხერხულობის გამო არ მიიჩნია საჭიროდ.

 

,,წინა შემთხვევაშიც ასე იყო, როდესაც ერთი და იგივე, ორმოცი წუთი აკეთა. იმის წინა შემთხვევა თავად გამახსენა - სასწაული კადრებიაო და ახლა, არ დებს იმ მასალას იმიტომ, რომ არ სურს, რაც მე ვუთხარი, სიმართლე გაამჟღავნოს. ახლა, მეც არ გავამჟღავნებ იქიდან გამომდინარე, რომ მართლა მეუხერხულება კამერების წინ ამაზე საუბარი. ამიტომ, ცალმხრივად ნუ მიუდგებით ამ საკითხებს, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს, რა ხდებოდა გუშინ, ის საოცრება, მეტს არ შევაფასებ, ის ნახევარსაათიანი მასალა უნდა ნახოს. წარმოუდგენელი ამბავია, რასაც თქვენ ესწრებოდით და ალბათ, ხვდებით რაზეც ვსაუბრობ," - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930