გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ჰოლივუდს სტუმრობდნენ

28-06-2022


სახელმწიფო პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, 2022 წლის ივნისში განხორციელდა სამუშაო ვიზიტი ჰოლივუდში. 6 ქართული საპროდუსერო კომპანიის წარმომადგენელი მსოფლიო კინო ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს შეხვდა. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ამერიკელ პროდუსერთა გილდიის შექმნილ პრესტიჟულ ღონისძიებაზე - Produced By Conference.


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი, მიხეილ ხიდურელი ქართულ საპროდუსერო კომპანიებთან ერთად პირადად შეხვდა მსოფლიოს ლიდერ ფილმის მწარმოებელ კომპანიებს - Universal Pictures, HBO, Warner Bro, Disney, Paramount, Lionsgate და 20th Century Studios. მხარეებმა განიხილეს კინო ინდუსტრიაში არსებული ტენდენციები და რელევანტური საჯარო-კერძო პარტნიორობები. 


USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით კი გაიმართა ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ საერთაშორისო პროდუსერები და ლოკაციების მენეჯერები. მათ შორის, რამდენიმე ამერიკელ წარმომადგენელს საქართველო უკვე აღმოჩენილი ჰქონდა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მიერ დაორგანიზებული გაცნობითი (FAM) ტურების ფარგლებში.


აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკული კინო ინდუსტრიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სწორად ახლა განიხილავენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადასაღებ მოედანს.


მათი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად კი დაიგეგმა შემდეგი FAM ტური საქართველოში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონკრეტული პროექტებისთვის შესაფერისი ლოკაციების მომზადებისა და ბიუჯეტირების პროცესები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930