30-06-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აზერბაიჯანის აგრარული მომსახურების სააგენტოს, აზერბაიჯანის ვეტერინარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების ბაქოს ოფისის (DRTO) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სასაზღვრო საკითხებში ვეტერინარული ჯანდაცვის მიმართულებით საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმადელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიების არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის სისტემებს, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკასა და ლაბორატორიის ხარისხიანი მართვის საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მარნეულისა და თბილისის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ლაბორატორიის შესაძლებლობებს.
აზერბაიჯანის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ზოგადი მოხსენებები წარადგინეს.
სამინისტროში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024