გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ რომ გამოძიება გვინდა, ეგ ამ კომისიის შექმნის დღიდან დღემდე დასტურდება

2-07-2018


საპარლამენტო უმრავლეოსობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი დაინტერესებულია, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება მოხდეს და ეს, მისივე თქმით, კომისიის შექმნის დღიდან დასტურდება.

ამის შესახებ თალაკვაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზევე თალაკვაძემ ოთარ კახიძეს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა.

 

„ჯერ ეს ერთი ეგ არის თქვენი დასკვნები, რაც ილაპარაკეთ, ბატონო სერგი, მე გითხარით, რომ ამ საქმიდან, კონკრეტულ გარემოებებს გისახელებთ, რომ სასამართლოში საქმის წარმართვამდე, 2017 წლის 27 დეკემბერს ამ საქმიდან, მკვლელობის მთავარი საქმიდან, იყო გამოყოფილი ცალკე სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც მათ შორის, გ. მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების საკითხზე, არის გამოძიება შემხებლობაში, ერთი. მეორე, როდესაც ბატონი ოთარი ამბობდა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა სასამართლოს გადაწყვეტილების დროს და შემდეგ, შესაბამისად იმ ღონისძიებების გატარება, რაზეც ჩვენი კოლეგა ბატონი ოთარი საუბრობდა, შესაძლებელი იყო მას შემდეგ და დღესაც მიმდინარეობს. შემდეგი, გამოძიება არ გინდათო რომ ბრძანებთ, ბატონო ოთარ, ელემენტარული ლოგიკა ხომ არსებობს თქვენი განცხადებების უკან, თუ გამოძიება არ სურს არჩილ თალაკვაძეს ან რომელიმე წევრს უმრავლესობიდან, მაშინ გაიხსენეთ, ვისი გადაწყვეტილებით იყო შექმნილი საგამოძიებო კომისია, და მე მგონი თქვენთან ერთად ვარ წევრი ამ კომისიის, შესაბამისად ძალიან გთხოვთ, რომ ცოტა კორექტული განცხადებები გააკეთოთ, როდესაც ჩემი საქმიანობის შეფასებას ეხებით კომისიაში. ჩვენ რომ გამოძიება გვინდა ეგ დასტურდება ამ კომისიის შექმნის დღიდან დღემდე, ამ საათის ჩათვლით, რაც შეეხება ამ საკითხს, ამ საკითხზე ჩვენც დაინტერესებული ვართ, ბატონო თავმჯდომარე,  რომ გაირკვეს ყველაფერი, მათ შორის რა კითხვის ნიშნებიც გ. მ.-სთან დაკავშირებით რჩება, თუმცა რაც ჩვენ გითხარით არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი რეკომენდაციების წარდგენა ამ შემთხვევაში რამდენად ცვლის იმ მოდუსს, რომელიც დღეს არსებობს-თქო, აი ეს იყო პოზიცია, თქვენ დასკვნები გააკეთეთ ჩემს მაგივრად, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ დასკვნებს აქ აკეთებს კომისია განხილვის შემდეგ და ბოლოს“- განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031