2-07-2018
ხომ გითხრათ იმ ამერიკელმა ექსპერტმა რომ მეტი ინფორმაცია მიიღეთ, მეტი პირი გამოკითხეთ და შეჯერებითი ანალიზის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნები, ეს ხომ გითხრათ თქვენც - დარწმუნებული ვარ გეტყოდათ იმიტომ, რომ ჩვენც გვითხრა, ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს" წევრებს კომისიის სხდომაზე.
„რატომ უსწრებთ მოვლენებს? მე შეიძლება თქვენ დაგეთანხმოთ შინაარსობრივ კოტექსტში, როდესაც ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა მოწმეს, იმ უშუალო მოწმეებს, ვინც ადგილზე იმყოფებოდა და უფრო მკაცრი კვალიფიკაციაც შეიძლება მივცე, რომელიც შემდეგ დადასტურდება უშუალოდ ამ მოწმეების ჩვენებით, არსებული ინფორმაციების შეპირისპირებებით და შეჯერებით. ეს არის ანალიზზე დაფუძნებული გამოძიება კოლეგებო. ამიტომ, მე დავიტოვებ იმის უფლებას, რომ სამომავლოდ დაგეთანხოთ, თუ ეს ინფორმაცია იქნება შეჯერებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელსაც აქ ჩვენ გამოვიკვლევთ. ის კი არა ვინ როგორ მოიძია, ვინ როგორ დაკითხა და ა.შ. ჩვენი ამოცანა ხომ არის ის ხალხი დავკითხოთ ყველა. ხომ ეს არის ჩვენი ამოცანა? დღეს კი, თქვენ ამბობთ, რომ აღარ მაინტერერსებს იმ ხალხის გამოკითხვაო, მანადე უნდა გავაკეთო შეფასებაო.
ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას აღებული. ჩვენ ვაკვირდებით საგამოძიებო გამოძიების პრინციპებს და სტანდარტებს. თქვენ თვითონ თქვით, წინასწარი შეფასებები არ უნდა გავკეთოთო. მაგრამ როგორ შეიძლება მე შეფასება გავაკეთო ისე, რომ უშუალო თვითხილველი პირები და მოწმები, მათ შორის, მსაჯავრდებულები არ გამოვკითხო ? ამაზეა საუბარი, გესმით რაშია საქმეა? მე თქვენ დაგეთანხმებოდით იმ შემთხვევაში, როცა ეს ყველა ერთობლიობა ამ ხალხის გამოკითხვის შემდგომ მომცემდა საშუალებას. არავის არა აქვს თვითმიზანი ვინმეს დააფაროს ხელი? როგორ უნდა ამ საქმეში გაბედოს ვიღაცამ რომ თუ ეს დადასტურდა, ვინმეს დააფაროს ხელი? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ ხალხო?
ბატონო ოთარ, თქვენ ბრძანეთ, რომ მე არ ვეთანხმები არც პროკურატურის და არც შსს-ს პოზიციასო? ხომ ასეა? ნახეთ რეკომენდაციაში რა წერია? წინააღმდეგობაში ხართ თქვენ აზრთან, სამწუხაროა. მიკვირს ძალიან, ნახეთ რეკომენდაციაში რა წერია: საგამოძიებო კომისიის საქმის მასალებზე, აგრეთვაე შსს-ს და პროკურატურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობითო. ე.ი. თუ არ ეთანხმებით და არ იზიარებეთ მათ პოზიციას რა მნიშვნელობა აქვს როგორ ეყრდნობით? ამბობთ იმას, რომ არ ეთანხმებით მათ პოზიციას და ეყრდნობით ამ ახსნა- განმარტებებს? ეს არის ორი საპირისპირო პოზიცია და თქვენ თვითონ ხართ, ბატონო ოთარ, წინააღმდეგობაში თქვენ თავთან.
ამერიკელი ექსპერტია ჩამოსული, NDI-მ ჩამოიყვანა, რომელსაც თქვენც შეხვდით და ჩვენც შევხვდით. ხომ გითხრათ იმ ამერიკელმა ექსპერტმა რომ მეტი ინფორმაცია მიიღეთ, მეტი პირი გამოკითხეთ და შეჯერებითი ანალიზის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნები, ეს ხომ გითხრათ თქვენც - დარწმუნებული ვარ გეტყოდათ, იმიტომ, რომ ჩვენც გვითხრა. რატომ უსწრებთ მოვლენებს? ამერიკელი ექსპერტი გეუბნებათ არ იჩქაროთ, შეაჯერეთ ინფორმაცია, მასალები, თუ გექნებათ საფუძველი გააკეთეთ. ჩვენ გეუბნებით რომ ამაზე თანახმა ვართ და სწორია, ასე უნდა ვიმუშაოთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, ის რომ მეტი ინფორმაცია მოიძიეთ, გამოკითხეთ ჯერ მ.კ, დეტალური ინფორმაცია მიიღეთ მისგან, და მერე იმსჯელეთ ამ საკითხებზეო. არც ამერიკელი ექსპერტის პოზიციას იზიარებთ, არც არასამთავრობო ორგანიზაციების რჩვევას და რეკომენდაციას იზიარებთ, ჩვენს პოზიციაზე ხომ საუბარი ზედმეტია.
თქვენ ამბობთ, რომ მე დავადგინეო, რომ ადამიანი იყო თანამონაწილეო, მაგრამ ოთარ, როგორ დავადგინო მე თანამონაწილეობისთვის ან თანამშრომლობისთვის ხომ კარგად ვიცით, რომ საჭიროა ორმაგი განზრახვა. ერთია, რომ მე ვიცი, რომ ადამიანი ურტყამს ვიღაცას, ოღონდ მე უნდა ვიცოდე რა განზრახვით ურტყამს, და მეც ამ განზრახვით უნდა ვმოქმედებდე. თქვენ, და ჩვენ არ გამოგვიკითხავს ის ადამიანი, ვისაც ვეუბნებით, რომ შენ მოქმედებდი ამ განზრახვითო. ჩვენ არ გამოგვიკითხავს ის ადამიანი, ვისაც ვედავებით, რომ ამ განზრახვით მოქმედებდიო და როგორ წავუყენოთ ბრალი, თორემ გეთანხმებით, შესაძლოა ვიფიქროთ ამაზე.
მეორე საკითხი, ჩვენ აქ ვართ კვაზი-სასამართლო, მაგრამ არ უნდა მოვიქცეთ, როგორც კვაზი-პროკურატურა. უნდა შევაჯეროთ ინფორმაციები და შეფასებები გავაკეთოთ. ის ინფორმაცია რაც ჩვენ მივიღეთ, არის არაპირდაპირი, ირიბი ჩვენებები და ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამრთლომ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2015 წლის გადასყვეტილებაზე მინდა მიგითითოთ - არ შეიძლება ბრალის წაყებების დროს ვინმემ იხელმძღვანელოს ირიბი ჩვენებებით, ანუ ჩვენ ვიხელმძღვანელოთ აქ ვიღაცის მოყოლილი ინფორმაციით ისე, რომ არ მოვუსმინოთ უშუალო მოწმეებს და ვთქვათ, რომ ამ ადამიანს, X ადამიანს, წაუყენე ბრალიო. საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგობასთან მოვდივართ“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
18-12-2024