7-07-2022
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატური ჯგუფის - „სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობის“ მე-7 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი გელაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობებისა დაპროექტების მართვის სამსახურის უფროსმა გვანცა ბიწაძემ მონაწილეობა მიიღეს.
შეხვედრაზე მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ევროკავშირის მხარეს წარუდგინეს ინფორმაცია წიაღის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, სააუბარი შეეხო სააგენტოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
თემატური ჯგუფის შეხვედრაზე სამთო-მოპოვებითი საქმიანობის გარდა, განხილულ იქნაისეთი მიმართულებები, როგორიცაა ტურიზმი; სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა; კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების დაასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველო-ევროკაშირს შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას.
16-11-2024
16-11-2024