გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის 6 თვის შედეგები შეაჯამა

7-07-2022

2022 წლის 6 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 703 433  ლარის ფარგლებში ისარგებლა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 1733 მოქალაქემ  და 360 დევნილმა ოჯახმა.2022 წლის 6 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 703 433  ლარის ფარგლებში ისარგებლა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 1733 მოქალაქემ  და 360 დევნილმა ოჯახმა.
 
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი სამუშაო ჯგუფის მიერ, შეჯამდა 2022  წლის 6 თვის განმავლობაში სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებზე გაწეული დახმარების შედეგები.
 
„მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, საშუალება აქვთ, ისარგებლონ მერიის სოციალური პროგრამის 34 მუხლის დახმარებით, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს დამატებულია ახალი მუხლი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.
 
2022 წლის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1 050 000 ლარის ოდენობით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით დაფინანსება იზრდება წლის ბოლომდე, რათა პროგრამით გათვალისწინებული დახმარება ყველა პაციენტმა მიიღოს.
 
საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მერიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს გავუწიოთ დახმარება“,  - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ კოპაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930