გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია ივანიშვილზე: მთელი ცხოვრება საქართველოს და ქართველის კეთილდღეობას შეწირა და ამისთვის სთხოვენ პასუხს

7-07-2022

,,არ პატიობენ სიკეთეს, ბოროტების დამარცხებას, არ პატიობენ იმას, რომ დღეს თბილისი არ არის მარიუპოლი, არ პატიობენ მეგის ქარდავების დამარცხებას, არ პატიობენ სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებას, არ პატიობენ უდანაშაულო ხალხის არ დაჭერას, არ პატიობენ წამლის არ ჩადებებს, არ პატიობენ ტერიტორიების რუსებზე არ გადაცემას, არ პატიობენ ჩვენი იდენტობის არ გაქრობას და ყველაზე მთავარი: არ პატიობენ ხალხის სიყვარულს,’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

 

როგორც ლატარია წერს, კაცმა მთელი ცხოვრება საქართველოს და ქართველის კეთილდღეობას შეწირა და ამისთვის სთხოვენ პასუხს.

 

"არ პატიობენ სიკეთეს, ბოროტების დამარცხებას, არ პატიობენ იმას, რომ დღეს თბილისი არ არის მარიუპოლი, არ პატიობენ მეგის ქარდავების დამარცხებას, არ პატიობენ სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებას, არ პატიობენ უდანაშაულო ხალხის არ დაჭერას, არ პატიობენ წამლის არ ჩადებებს, არ პატიობენ ტერიტორიების რუსებზე არ გადაცემას, არ პატიობენ ჩვენი იდენტობის არ გაქრობას და ყველაზე მთავარი: არ პატიობენ ხალხის სიყვარულს. ასეთი რამ არც კი წამიკითხავს არასოდეს, კაცმა მთელი ცხოვრება საქართველოს და ქართველის კეთილდღეობას შეწირა და ამისთვის სთხოვენ პასუხს. არა რა, ბევრჯერ მიფიქრია, მართლა რა ნერვები ჰქონია ბიძინა ივანიშვილს, თორემ მის ადგილას წარმომიდგენია ბევრი როგორ მოიქცეოდა?.

 

კაცს შეეძლო თვითონ და მისი მინიმუმ ათი თაობა ყოლოდა ისე, რომ ცხოვრებაში არავისგან საყვედურსაც კი არ მიიღებდა და ისევ ჩვენთვის, ისევ ქართველებისთვის ჩაიგდო საფრთხის წინაშე ცხოვრება და რას იღებს? უსამართლო, უარგუმენტო და რაც მთავარია უსაფუძვლო ,,დასჯას". სხვა არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ივანიშვილს გავყევი თავის დროზე დიდ ბრძოლაში და არც ახლა ვაპირებ რამდენიმე ნაძირალას გამო უარი ვთქვა მის დაცვასა თუ უბრალოდ გვერდში დგომაზე, ბოლოს და ბოლოს თავს ვთვლი ვალდებულად რადგან სწორედ ბიძინაა ის კაცი, რომელმაც შეძლო და ისეთი სიბოროტე ჩამოგვაშორა, როგორიც გიულის შვილი და მისი ,,ბანდა" გახლდათ. ნერვები მაქვს დაწყვეტას, კაცს ებრძვიან იმის გამო, რომ საქართველო უყვარს!’’ - წერს ლატარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930