გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ცაგარეიშვილი: გაშმაგებული შეტევაა ბიძინა ივანიშვილზე, მისი დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი, არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ეს ადამიანი

12-07-2022

ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილის კონტექსტსა და ძირითად ფაბულას ვიზიარებ, – აღნიშნავს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.


დეპუტატის თქმით, გაშმაგებული შეტევაა ბიძინა ივანიშვილზე, მისი დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი და მისივე განცხადებით, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, საზოგადოებამ იცის, ვინ არის ეს ადამიანი.


„დავაკვირდეთ, ამ წერილზე გამოხმაურება რა იქნება. სამწუხაროდ, შეჩვეული ვართ, რომ ხშირ შემთხვევაში, ამგვარი მიმართვები არის ხოლმე მგლის თავზე სახარების კითხვა. ადამიანებს გონება ისე აქვთ დახშული, რომ არაფრით არ დაგიდევენ მოწოდებებს იქითკენ, რომ საზოგადოებაში სიტუაცია დამშვიდდეს, ჩაერთოს ერთიან სამუშაოში, რომელიც ჩვენ წინ გვიდევს. თქვენ ხედავთ, რომ არის გაშმაგებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე. ამ ადამიანის დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი. ამაშია ჩართული ყველა, ვისაც არ ეზარება –  პოლიტიზებული მედია, პოლიტიკოსები ყველა პარტიიდან, პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ; ასევე გარე აქტორები, ხშირ შემთხვევაში დასპონსორებული ადამიანები უცხოეთიდან, რომელიც ღია ეთერებში ერთვებიან, ასევე ხელს უწყობენ ივანიშვილის დემონიზაციას.


არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა გაუკეთებია მას საქართველოში. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამისგან არაფერი არ გამოვა. თუმცა არის გაშმაგებული, აღვირახსნილი კამპანია მის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც კი დასრულდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები დასრულდა. იქიდან მოყოლებული დღემდე ხდება ამ ადამიანის დემონიზაცია“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930