გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: საინტერესოა, ქალბატონმა დეგნანმა თქვას, ისევ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფილანტროპია, თუ როგორც ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, ის არის ოლიგარქი

13-07-2022

„საინტერესო იქნება ქალბატონმა დეგნანმა თქვას, ისევ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფილანტროპი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, თუ როგორც ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, ის არის ოლიგარქი - ამ კითხვით პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს მიმართავს.

 

მისი თქმით, როცა ვლაპარაკობთ დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, თუ რამდენად ასრულებს მმართველი გუნდი 12 პუნქტიან გეგმას, ამაზე ელჩის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

 

„როდესაც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ბატონი უილიამ კორტნი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ძალიან მაინტერესებს ეს არის ერთი პიროვნების აზრი, თუ ეს არის ის აზრი, რომელსაც შეიძლება ქალბატონი კელი დეგნანიც იზიარებდეს. საინტერესო იქნება ქალბატონმა დეგნანმა თქვას, ისევ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფილანტროპი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, თუ როგორც ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, ის არის ოლიგარქი. როცა ვლაპარაკობთ დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, თუ რამდენად ასრულებს მმართველი გუნდი 12 პუნქტიან გეგმას. ამაზე ელჩის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება" - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930