გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
13 ივნისის სტიქიის გმირი პატრული გაზის გაჟონვას ემსხვერპლა

5-01-2018

თბილისში, თემქაზე, საკუთარ სახლში პატრულის თანამშრომელი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს. ტრაგედიის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. 

დაღუპული მაიორი კახა ქრისტესაშვილი 13 ივნისის სტიქიის ღამის გმირია - წყალდიდობის დროს სვანიძის ქუჩიდან პატარა ბიჭი გამოიყვანა. 

ქრისტესაშვილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის, პრეზიდენტის განკარგულებით, მედლით - „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა.

„ჩვენს „დინგოს“ 1 კვირის წინ თვითონ გადაურჩენია გაზით მოწამლული ბებო. ყოველ დღე ურეკავდა და კითხულობდა, როგორააო და ახლა ისევ ეს გაზი მის სახლში. მილში ჩიტის ბუდე იპოვეს. 
გაფრთხილდით, ხალხო! შეამოწმეთ ყველაფერი ასჯერ და ათასჯერ" - წერს მაიორის მეგობარი სოციალურ ქსელში.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

http://www.newposts.ge/?l=G&id=161556-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98,%20%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930