გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუფე იაკობი: ჩემსა და გოგაშვილს შორის მისი ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა

16-07-2022

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კატეგორიულად უარყოფს სუსის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, სოსო გოგაშვილთნ მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ საუბრის ფაქტს. ეპისკოპოსის თქმით, მსგავსი შინაარსის საუბარი მასსა და გოგაშვილს შორის არასდროს ყოფილა.


„შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.


„4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო“, - ამის შესახებ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, გოგაშვილის მეუღლემ განაცხადა.


სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930