გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში ინოვაციური ტრენინგ-კურსის მონაწილეებისთვის პრაქტიკული სასწავლო ტურები ჩატარდა

17-07-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტრენინგ კურსის „კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ ფარგლებში, თსუ მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში და თბილისის მუზეუმთა გაერთიანებაში პრაქტიკული სასწავლო ტურები ჩატარდა.

 

კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების ტრენინგებს თსუ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,2021 წელს შემუშავებული სასწავლო დოკუმენტის მიხედვით, ერთობლივად ახორციელებენ. 16 კვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში გიდობის მსურველი 150 მოქალაქე უფასოდ გადამზადდება.

 

თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელის, პროექტის კოორდინატორის სალომე ჭანტურიძის ინფორმაციით, პრაქტიკული სასწავლო ტურები საქართველოს მასშტაბით არის დაგეგმილი. „პრაქტიკული შეხვედრები ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში მდებარე მუზეუმებში გვქონდა, თუმცა ვგეგმავთ, რომ საქართველოს ბევრ უცნობ ამჯერად ტურისტულად ნაკლებად ცნობილ ადგილებზე გავამახვილოთ ყურადღება. გვსურს, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება და ასევე ვეცდებით, ტურისტულ მარშრუტებში ახალ ლოკაციები დავამკვიდროთ,“ - განაცხადა სალომე ჭანტურიძემ.

 

ტრენინგებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. ინოვაციური ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ გიდებს შესაძლებლობა ექნებათქვეყნის ვიზიტორებს საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ტურისტული ადგილების შესახებ ობიექტური, სამეცნიერო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდონ.

 

ია გოცაძე ტრენინგ კურსის „კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ ერთ-ერთი მონაწილეა. ია 2 წელია, რაც გიდად მუშაობს და, როგორც ამბობს, სასწავლო კურსის განმავლობაში მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას უკვე იყენებს საკუთარ ტურებში. განსაკუთრებით მოსწონს ლექციები ქართული ხელოვნებათმცოდნეობის - ქართული ჭედურობის, კედლის მხატვრობის, ფერწერის, არქიტექტურის შესახებ.

 

„გიდების გადამზადების ტრენინგ კურსი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე ვიღებ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მჭირდებოდა და რასაც სხვა პროგრამებში ვეძებდი. პროფესორ-მასწავლებლები სანდო, გადამოწმებულ, ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გვაწვდიან, რაც მეხმარება ჩვენი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების შესახებ ტურისტებისთვისზუსტი ინფორმაციისმიწოდებაში,“ - აღნიშნა ია გოცაძემ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით შექმნილი მაღალი პროფესიული სტანდარტის სასწავლო დოკუმენტიმსოფლიო გამოცდილებას იზიარებს და   მაღალკვალიფიციური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე გიდების მომზადების საშუალებას იძლევა. ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ, გიდები დაეუფლებიან საქართველოსა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო, აკადემიურად ღირებულ ინფორმაციას; აითვისებენ ტურის წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და პირველადი სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების აუცილებელ წესებს;თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადებენ საექსკურსიო პროგრამას,  საერთაშორისო  გამოცდილების შესაბამისად წარმართავენ ტურს და შეძლებენ ტურის შესახებ ანგარიშის მომზადებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930