გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: აბსურდული რეზოლუციით ისარგებლა „კრედიტ სუისმა“, რომელმაც ფინანსური ანგარიშსწორება შეუჩერა ბიძინა ივანიშვილს და ამით ნათლად გამოჩნდა, რომ მათ ეს რეზოლუცია შანტაჟისთვის გამოიყენეს

18-07-2022

„ძალიან კარგი იქნება ქალბატონი ურსულა ზოგიერთებისგან განსხვავებით ამ წერილს თუ წაიკითხავს, თუნდაც იმიტომ, რომ დაინტერესდეს და გაიგოს თუ რეალურად რა მდგომარეობაა საქართველოში და ისეთი გავლენიანი ორგანიზაციის, როგორიც ევროკომისიაა, მიღებული რეზოლუციები შანტაჟისა და სხვა სახის კანონდარღვევების საფუძველი არ გახდეს“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილს.

 

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს საკმაოდ საინტერესო და კარგი წერილი მისწერა. კარგი იმიტომ, რომ უკვე გამოიკვეთა პრინციპები, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა დიდხანს ელოდა - საქართველო დაბალი ღობე არ არის და ინფორმაცია, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები „ნაცმოძრაობისგან“ იღებენ, არის ტყუილი და ამ მიზეზის გამო ურთიერთობების გარკვეულწილად დამაზიანებელი. წერილიდან გამოვყოფ ორ ამონარიდს - ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი.

 

შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა. დიახ, საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ გვინახავს რეზოლუციის ჩანაწერებში არსებული ფაქტები (ცხადია იდიოტურად შეფუთული იმ სულელური ზღაპრების რომლებსაც ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები ავრცელებენ, არავის სჯერა). ასევე „რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“.

 

ზუსტად იგივე ითქმის ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე. ბუნებაში არ არსებობენ არც ჟურნალისტები და არც პოლიტიკური ოპონენტები, ვისაც მათი საქმიანობის და შეხედულებების გამო სდევნიან. ვიმეორებ: საქმიანობის და შეხედულებების გამო სდევნიან! თუ ვინმე არის დაკავებული, ისინი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამო დააკავეს და არა რაიმე პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო. სწორედ ამ აბსურდული რეზოლუციით ისარგებლა „კრედიტ სუისმა“, რომელმაც ფინანსური ანგარიშსწორება შეუჩერა ბიძინა ივანიშვილს და ამით ნათლად გამოჩნდა, რომ მათ ეს რეზოლუცია შანტაჟისთვის გამოიყენეს. ძალიან კარგი იქნება ქალბატონი ურსულა ზოგიერთებისგან განსხვავებით ამ წერილს თუ წაიკითხავს, თუნდაც იმიტომ, რომ დაინტერესდეს და გაიგოს თუ რეალურად რა მდგომარეობაა საქართველოში და ისეთი გავლენიანი ორგანიზაციის, როგორიც ევროკომისიაა, მიღებული რეზოლუციები შანტაჟისა და სხვა სახის კანონდარღვევების საფუძველი არ გახდეს“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930