გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი სოსო გოგაშვილზე: სწრაფად უნდა გაირკვეს, რა ინფორმაციით და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს ამარაგებდა ეს კაცი დიდძალი თანხის სანაცვლოდ

19-07-2022

„ასეთი ხალხისთვის არსებობს მხოლოდ სიმდიდრის სიყვარული. ამიტომ! ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს ამარაგებდა ეს კაცი დიდძალი თანხის სანაცვლოდ ინფორმაციით“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოსო გოგაშვილის შესახებ.

 

 მისივე თქმით გადასამოწმებელია როგორ ხვდებოდნენ გაუნათლებელი ადამიანები საჯარო სექტორის სხვადასხვა უწყებების თანამდებობებზე მისი რეკომენდაციით.

 

„ვინაიდან სოსო გოგაშვილთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ყურადღება დიდია, შემიძლია ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილით გავამდიდრო ობიექტურად და ლოგიკურად მის მიმართ არსებული ინტერესი - საიდან მოდიოდა და რა მიზნებით მოხვდა იგი ქვეყნის სპეცსამსახურების მწვერვალზე. ვეცადოთ პატარა ფარდა ავხადოთ იმას, თუ როგორ შეძლო გაუნათლებელმა, შემთხვევითმა, მხოლოდ ვაჭრობასა და გამდიდრებაზე "აცრილმა" ადამიანმა სოციალურად დაუცველის სტატუსიდან 2-3 წელიწადში წარმოუდგენელი გამდიდრება. სოსო გოგაშვილი - გაუნათლებელი, მდაბიო ადამიანი, რომელიც სიმდიდრის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. მისთვის არ არსებობს სამშობლოს ინტერესი და საიდუმლო ინფორმაცია. ასეთი ხალხისთვის არსებობს მხოლოდ სიმდიდრის სიყვარული. ამიტომ! ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს ამარაგებდა ეს კაცი დიდძალი თანხის სანაცვლოდ ინფორმაციით!!!

 

2002-2003 წ.წ. პირველად შემხვდა ამ ადამიანის სახელი და გვარი. მაშინ ვიყავი სუს-ს ქ.თბილისის ანალიტიკურის უფროსი. ისანი/სამგორის რაი/განყოფილებიდან მოვიდა ცნობა: "ესა და ეს. მუშაობს ნავთლუღის ბაზრის ხორცის სექციის ერთ-ერთ დახლზე. საქმიან ურთიერთობებში შეიმჩნევა შსს-ს ისნის რ/განყოფილების ზონალურ ოპერ ჯონი N-სთან...". დაიწყო კუდ-ის პერიოდი, სადაც ერთი დღე არ მიმუშავია - ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება. "მასზე" აღარაფერი მსმენია, გარდა ღია წყაროებში უკვე 2013 წლის შემდეგ არსებული ინფორმაციებისა: რომ მეუღლესთან ერთად ნაძალადევის (თუ ჩუღურეთის) ერთ-ერთ მაღაზიაში იჯარით აღებული ჰქონდათ ხორცისა და ხილ-ბოსტნეულის დახლები რომ გადმობირებული იყო კუდ-ის ზონალური ოპერის მიერ რომ ჩანერგილი იყო ერთ-ერთ მართლმადიდებლურ პატრიოტულ ორგანიზაციაში, რომლის 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, ყინწვისის მონასტერში გადამალული წევრები, კუდ-ს ჩააბარა საკუთარი ხელით ამ ყველაფრის შესახებ, ვიმეორებ, შევიტყვე მოგვიანებით ღია წყაროებიდან და მათ უტყუარობაზე თავს რა თქმა უნდა ვერ დავდებ.

 

დავდებ იმაზე, რაც ვიცი: "დამთავრებული" აქვს წნორის უნივერსიტეტი, თუ არ ვცდები - საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ჯარში ნამსახურები არაა, აქვს თუ არა სამხედრო ბილეთი და რა ჩანააწერია შიგ - არ ვიცი სუს-ში მოხვედრიდან მოკლე დროში ელვისებური კარიერის დაწყებისთანავე ჯერ დააქვეითა და გაათავისუფლა ყველა, ვინც მამის სახელით მიმართავდა გენინსპექციაში დაიბარა ყველა, ვინც მისი წარსულით დაინტერესდა - რიგები იდგა ბიჭების. ზოგი დააქვეითა, ზოგი დაითხოვა, ზოგი "გადმოიბირა" სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ თათბირებზე უყვარდა სიგარის გაბოლება კაბინეტში. მლიქვნელებმა "დონ სოსო" შეარქვეს. მოეწონა. ქალიშვილი შსს-ს გენინსპექციაში მოაწყო. მეუღლე - "ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე, სადაც მგონია დღემდე მუშაობს. მაშინ კი შესჩივლა - მანდ მარტომ რა უნდა ვაკეთოო, არავის ვიცნობო. ამიტომ, დაქალებიც დაუსაქმა გადასამოწმებელია - როგორ, რანაირად დაამთავრა სტუ-ს ბაზაზე სამართალმცოდნეობაში დოქტორანტურა - რა თემებს ამუშავებდა, როგორ "ესწრებოდა" სწავლებას, რომელ უცხო ენაში ჩააბარა გამოცდა და ა. შ. გადასამოწმებელია ინფორმაცია, მისი უშუალო ჩარევა - ბორჯომის მეუფე სერაფიმეს ირგვლივ აგორებულ სკანდალში გადასამოწმებელია - სუს-დან პროფესიონალების გაშვებისას, გათავისუფლებული ვაკანსიების სავარაუდოდ - გაყიდვის სქემები გადასამოწმებელია - როგორ ხვდებოდნენ გაუნათლებელი ადამიანები საჯარო სექტორის სხვადასხვა უწყებების თანამდებობებზე მისი რეკომენდაციით გადასამოწმებელია - რა მიზნით ჩაუტარა საქართველოს მასშტაბით არსებული მონასტრების ინვენტარიზაცია, მათი მეურნეობისა და მიმაგრებული მიწების აღწერა გადასამოწმებელია ნოდარ მელაძის მიერ 2017 წელს თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩამოთვლილი მის და მისი ახლობლების სახელებზე გაფორმებული დიდძალი უძრავი და მოძრავის ქონების შეძენის წარმომავლობა ეს არის სოსო გოგაშვილის "ფსიქოპორტრეტის" მხოლოდ რამდენიმე და ზოგადი შტრიხი, იმედია უფრო სრულყოფილი სურათის შესაქმნელად ჩვენ გამოძიების მსვლელობა დაგვეხმარება!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930