ხორავა ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით დაწყებული პროტესტი შეწყვიტა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
როგორც ზაზა სარალიძემ შსს-დან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მან მინისტრისგან კვირის ბოლომდე საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯების გადადგმის პირობა მიიღო.
„შევჯერდით ერთ რამეზე, რომ კვირის ბოლომდე იქნება რადიკალური ნაბიჯები გადადაგუმული.
დეტალებში არ ჩავღმავდები, რათა ჩემი მხრიდან ხელის შეშლა არ მოხდეს.
შევწყვიტე პროტესტი, ისეთი პირობა მომცეს... ამ პროცესს ესწრებოდა არა მხოლოდ შსს-ს წარმომადგენელი, არამედ ჩემი ადვოკატიც და სახალხო დამცველი თავის თანამშრომელთან ერთად“- განცხადა სარალძემ.
შეგახსენებთ, რომ სარალიძემ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში პროტესტი დაიწყო და ღამეც იქ გაათია. მისი მოთხოვნა მიხეილ კალანდიას დაკავებაა.