გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: იმით, რაც ტელევიზიით ვიხილე, განცვიფრებული ვარ

3-07-2018

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის განცვიფრებულია იმით, რაც კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელევიზიის მეშვეობით იხილა.


მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს მიმართა და უთხრა, რომ მისი მხრიდან პოლიციელის მიმართ ერთი და იგივე კითხვების გამეორება „გაბრაზებული სახით, შეურაცხყოფის ფონზე“, „პოლიციის იმიჯს აზიანებს“.


„წეღარ რამდენიმე წუთი არ ვიყავი აქ, რაღაც შეხვედრა მქონდა ჩემს სამუშაო ოთახში და ტელევიზორით მომიწია პირველად ამ კომისიისთვის თვალის დევნება და რაღაც მომენტები დავიჭირე. რაღაც ემოციები, გულწრფელად გითხრათ, უფრო გამიმძაფრდა. აქ რამდენიმე კითხვა დაისვა, ოთარს ვუსმენდი რომ კითხვას უსვამდა, ქალბატონ ელენესაც, პოლიციელებს და მინდა გთხოვოთ რაღაცა თამაშის წესებზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ. მათ შორის, წეღანაც ვახსენე, ალბათ არ ისმოდა ჩვენს კამათში ოთარ, ერთი და იგივე კითხვების გამეორება ოღონდ უფრო გაბრაზებული სახით, შეურაცხყოფის ფონზე, რომელსაც თქვენ აყენებთ პოლიციელს, პირდაპირ გეუბნებით პოლიციის იმიჯს აზიანებს ძალიან და არა მხოლოდ პოლიციის, ჩვენს იმიჯსაც ძალიან აზიანებს და ძალიან გთხოვთ, რომ შევთანხმდეთ, დავუსვათ კითხვები და მოვისმინოთ პასუხები და არა რაღაც მათ ემოციებზე, დაბნევაზე და პუბლიკაზე ვითამაშოთ. ეს პირველი თხოვნა ჩემი. მეორე - აქ წეღან ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩავიწერე სპეციალურად - თქვენ ბატონო ოთარ, ჩვენ, გვისმენს არა მხოლოდ ჩვეულებრივი სამოქალაქო საზოგადოება, მათი ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც პრაქტიკოსები არიან, იურისტები არიან და სრული სერიოზულობით უსვამთ შეკითხვას პოლიციელს, მათ შორის ახლა ბოლოდან რომ დავიწყოთ, რა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ჩაატარეთ, ღია ეთერში და ელოდებით პასუხს. მეორე, თქვენ დაუსვით ასეთი შეკითხვა - ფარულ საგამოძიებო მოქმედებაშიო ამბობდაო მ.კ. თუ ვიღაც, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, ამბობდა ფარულში შემდეგში ბრალდებული და მსჯავრდებული და ამაზე რატომ არ ჩაატარეთ ამოცნობაო, ფარულ ჩანაწერში ადამიანი რაღაცას ამბობდაო და მასთან რატომ არ ჩაატარეთ ამოცნობაო, ეს საგამოძიებო მოქმედებაო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას კომენტარი არ უნდა, ახლა თუ ვინმე გვისმენს, ნებისმიერ დამწყებ იურისტს, გვერდზე მჯდომს კითხონ რაშია საქმე და რა არის ამაში ისეთი, რამაც მე განმაცვიფრა და გამაკვირვა. კიდევ ერთხელ, შევჯერდეთ პროცედურებზე, შევჯერდეთ წესებზე, რომ არ მივაყენოთ ამ ხალხს შეურაცხყოფა, ვინც აქ მოდის, არ დავაზიანოთ არც უწყებების, არც ჩვენი და არავის იმიჯი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031