გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მესტიელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

26-07-2022

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ''თბილისის გულის ცენტრი,'' ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ. აქცია მოიცავს ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას, ექო-კარდიოგრაფიას.


ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან


მისამართი: ილია გაბლიანის ქ. N 13; მესტიის საავადმყოფოს შენობა


აღსანიშნავია, რომ ხორციელდება საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია. საკონტაქტო ნომერი: 599 38 44 47 საკონტაქტო პირი_ ვაჟა დალაქიშვილი_სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და "თბილისის გულის ცენტრს" შორის, მიმდინარე წლის 15 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, სამსახური და სამედიცინო ცენტრი შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სხვადასხვა კლინიკებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, სამსახურის ბენეფიციარებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031