გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ცაგარეიშვილი: მახსოვს, ასეთი ლოზუნგი: როცა საუბრობ პარტიაზე, გულისხმობ ლენინს, როცა საუბრობ ლენინზე, გულისხმობ - პარტიას, ეს დაემართა ამხანაგ ნიკანორს

28-07-2022

,,მახსოვს, ასეთი ლოზუნგი: როცა საუბრობ პარტიაზე, გულისხმობ ლენინს, როცა საუბრობ ლენინზე, გულისხმობ - პარტიას. ეს დაემართა ამხანაგ ნიკანორს. როცა მას ებრძვიან, ებრძვიან თურმე, სააკაშვილს და როცა სააკაშვილს ებრძვიან, ნიკანორს ებრძვიან? ეს კითხვა პირუკუ უნდა დაისვას,’’ - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ნიკა მელიაზე კომენტირების დროს.

 

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, შესაძლოა, მელია საკუთარ თავს აიგივებს სააკაშვილთან და გონია, რომ როდესაც სააკაშვილს აკრიტიკებენ, მას ებრძვიან.

 

,,თუ სააკაშვილი ზოგადსაკაცობრიო მოვლენა არის, როგორც ლენინი იყო, მარქსი, ენგელსი და ამ ტრიუმვირატში, შეიძლება, მეოთხე პერსონად სტალინის მაგივრად სააკაშვილის სახე გამოისახოს ნიკანორისთვის,, ლამაზ ზმანებაში. ერთხელ სასთუმალზე, თავს რომ დადებს და სააკაშვილი რომ დაესიზმრება, სავარაუდოდ, ყოველ დღე ესიზმრება და აქედან არის ეს ვნებები, რომ როგორც მას ებრძვიან, ებრძვიან სააკაშვილს,’’ - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031