გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ჩემი დიდი პატივისცემა, სიყვარული დაგიდასტუროთ სვანებს და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის, შეუპოვრობისთვის და სიმამაცისთვის

29-07-2022

მინდა ჩემი დიდი პატივისცემა, სიყვარული დაგიდასტუროთ და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის, შეუპოვრობისთვის და სიმამაცისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მესტიაში, სახალხო დღესასწაულზე „სვანეთობა 2022" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთა და მთის ხალხი მეტად იყოს დაფასებული, რამდენიმე წლის წინ მიღებულმა მთის კანონმა კი მთაში მცხოვრებ ბევრ ადამიანს გაუადვილა მოღვაწეობა, ჩართულობა და ეკონომიკაში დოვლათის შექმნა.
 
"მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ჩემო ძვირფასო სვანებო, დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, მესტიაში და თქვენთან ერთად ამ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობის მიღება. მე მინდა პირველ რიგში ჩემი დიდი პატივისცემა, სიყვარული დაგიდასტუროთ თქვენდამი. თქვენ მართლაც გამორჩეული ხალხი ხართ ქართველებს შორის. მე მინდა გავიხსენო ჯერ კიდევ ძველი, ბერძენი ისტორიკოსი, სტრაბონი ამბობდა, რომ სვანები მართლაც გამორჩეულად შეუპოვარი და ამაყი, მამაცი, უშიშარი ხალხი ხართ. ეს უდაოდ ასეა. თქვენ ქმნით და ქმნიდით ყოველთვის უნიკალურ კულტურას, ისტორიას, იცავდით და იცავთ ჩვენს მთავარ მონაპოვარს. სვანეთი ყოველთვის იყო გამორჩეული ჩვენი ეკლესია-მონასტრების განძთსაცავით, თქვენ ყოველთვის ამ ფუნქციას და როლს ასრულებდით და რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ ყველანი დიდ მადლობას მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, ეს როლი და ფუნქცია, რომელიც სვანებს ოდითგანვე ჰქონდათ, სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, თქვენი ერთგულებისთვის, შეუპოვრობისთვის,  სიმამაცისთვის. რა თქმა უნდა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთა და მთის ხალხი მეტად იყოს დაფასებული. მოგეხსნებათ, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ მთის კანონიც, რამაც ძალიან ბევრ მთაში მცხოვრებ ადამიანს გაუადვილა აქ მოღვაწეობა, ჩართულობა, ეკონომიკაში გარკვეული დოვლათის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. მეტი პროექტები უნდა დაფინანსდეს სვანეთში, მესტიაში, აი ეს უნიკალური ადგილი უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს. მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გავხსენით მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, ეს არის 32 მლნ ლარის ღირებულების პროექტი, საბაგირო, რომელიც გამორჩეულია იმ კუთხით, რომ ეს არის ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, მეტ პროექტებს დავაფინანსებთ. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
სახალხო დღესასწაულის „სვანეთობა 2022"-ის ფარგლებში გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის 17 თემის და ინდივიდუალური მეწარმეების ტრადიციული სამზარეულოს და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სვანური კერძების მასტერკლასები, ჭადრაკის და მკლავჭიდის ტურნირი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა  ბენდები და შემსრულებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930