გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილზე: მორიგ "ვირეშმაკობას" აქვს ადგილი თუ მართლა გავიდა პოლიტიკურ დამკაში, ამას დრო გვაჩვენებს

30-07-2022

„რამდენიმე დღის წინ ედუარდ სააკაშვილმა გვამცნო, მიშა საერთოდ ჩამოშორებულია ქართულ პოლიტიკასო, ქალბატონმა გიულიმ უარყო შვილიშვილის პათოსი. დღეს ადვოკატმა - მიშა ძალიან შეწუხებული იყო გია კობახიძის ჟურნალისტის მხრიდან დადანაშაულებით თუმცა, მიხვდა პიარულად წამგებიანი თემაა გია კობახიძის ავტორიტეტის მქონე ადამიანის დადანაშაულება და ჟურნალისტი გააკრიტიკა“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

„რამდენიმე დღის წინ ედუარდ სააკაშვილმა გვამცნო, მიშა საერთოდ ჩამოშორებულია ქართულ პოლიტიკას და სრულად დისტანცირდებაო... თუმცა მეორე დღეს ქალბატონმა გიულიმ უარყო შვილიშვილის პათოსი და გვახარა, რომ ქართული პოლიტიკა და მიშა ერთი მცნებააო... დღეს კი ადვოკატმა - მიშა ქართული პოლიტიკით არ ინტერესდება არაფერს უყურებსო... ძალიან შეწუხებული იყო გია კობახიძის ჟურნალისტის მხრიდან დადანაშაულებით და იძახდა ეს წარმოუდგენელია, ჩვენ ერთად ვიყავით პარლამენტში და ის უწესიერესი ადამიანიაო... თან ეს თემაც ძალიან ობიექტური შემფასებლის პოზიციიდან გააჟღერა, რომ თითქოს მართლა დისტანცირებულია მიმდინარე მოვლენებს... თუმცა მიხვდა პიარულად წამგებიანი თემაა გია კობახიძის ავტორიტეტის მქონე ადამიანის დადანაშაულება და ჟურნალისტი გააკრიტიკა... მოკლედ, მორიგ "ვირეშმაკობას" აქვს ადგილი თუ მართლა გავიდა პოლიტიკურ დამკაში, ამას დრო გვაჩვენებს.


P.S. ისე არ მჯერა ასეთი ადამიანების ცვლილების...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930