გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში რომ საქართველოს მოქალაქისთვის ეკა გიგაური უფრო მეტს წარმოადგენს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პოლიტიკოსი

4-08-2022

„საქართველოში ეს სიმახინჯე უნდა დამთავრდეს. თუ ჩვენ ასე მოგვახვევენ თავზე, რომ საქართველოს მოქალაქისთვის გიგაური უფრო მეტს წარმოადგენს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პოლიტიკოსი, ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში“- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის ის, რომ ვერ გაურკვევიათ ამ ქვეყანაში ვინ არის ლეგიტიმური და ვის აქვს უფლება მოითხოვოს ქვეყნის ხელისუფლების გადაყენება ან მისგან სხვა ნაბიჯების გადადგმა“- განაცხადა ყაველაშვილმა.


იგი ყურადღებას ამახვილებს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე და მისთვის გაუგებარია რატომ ერევიან პოლიტიკურ პროცესებში.


ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირ ამხილეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რას საუბრობდნენ და როგორ მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას რომ სხვადასხვა ხერხებით ომში ჩართულიყო.


„დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც ამდენის უფლება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს. საერთოდ არასამთავრობო ორგანიზაციას რა უნდა პოლიტიკურ პროცესებში, ქვეყნის კონსტიტუციაზე და მთავრობის შეცვლაზე საუბარი, სად გინახავთ, გამორიცხულია მსგავსი რამ. ეს ადამიანები, რომლებიც ვამხილეთ, ახლა გამოდიან პლაკატებით და რომ იძახიან -რუსეთს ომი უნდა, პირდაპირ ვამხილეთ რას საუბრობდნენ და როგორ მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას რომ სხვადასხვა ხერხებით ომში ჩართულიყო. აუცილებელია ყველა საქართველოს მოქალაქე შეძლებისდაგვარად ინფორმირებული იყოს. ჩვენ ეს ნაბიჯი რომ გადავდგით ვიცოდით, ჩვენზე თავდასხმები და ზეწოლა იქნებოდა, ზუსტად ასეთი განცხადებები, რომ ჩვენ თავს ვესხმით დასავლეთს და აშშ-ს, მსგავსი ეპითეტებით შემკობა, მაგრამ ვერცერთი ადამიანი ვერცერთ ფაქტს ვერ დამისახელებს, რომ რაიმე სახით ჩვენ ან შეურაცხყოფას ვაყენებთ ან თავს ვესხმით“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930