გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ივანიშვილთან გატოლების მცდელობას ვხედავთ იმისგან, ვინც დანებით და იარაღებით დარბოდა თბილისში, ხოლო ბოლოს თავი "პოლიტპატიმრად" ძალიან წარმატებით გაასაღა

4-08-2022

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ლევან გოგიჩაიშვილის განცხადების ე.წ. სქრინს აზიარებს, რომელმაც განაცხადა, რომ „ივანიშვილი არასდროს უშვებს, რომ ელექტორატი გაყოს, სწორედ ამიტომ არის აგრესიული ჩემნაირი და გახარიასნაირი ადამიანების მიმართ“.


მისი თქმით ვის მიმართ იყო ივანიშვილი "აგრესიული" და რაში გამოიხატებოდა ეს?


როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა საზოგადოება სწორედ იმით არის უკმაყოფილო, რომ ამ მოღალატეებთან მიმართებაში არა თუ აგრესია, არამედ მათი სასათბურე პირობებში გადაყვანის პრაქტიკაა მიღებული სახელმწიფოში.


„აღარ იციან, რითი მიიქციონ საზოგადოების ყურადღება. საკუთარ თავზე და ივანიშვილზე ისეთივე "მეწყვილეობით" საუბრობენ, კონსტანცია ბუონასიეს ქმარი, კარდინალ რიშელიესთვის თავის "მნიშვნელოვნებას" რომ უსვამდა ხაზს. ვის მიმართ იყო ივანიშვილი "აგრესიული" და რაში გამოიხატებოდა ეს? ბესელიას, უსუფაშვილის, სანიკიძის, ფოფხაძის, მარგველაშვილის და უამრავი სხვა პატარა კაცუნების თუ ქალუნების მიმართ???


საზოგადოება სწორედ იმით არის უკმაყოფილო, რომ ამ მოღალატეებთან მიმართებაში არა თუ აგრესია, არამედ მათი სასათბურე პირობებში გადაყვანის პრაქტიკაა მიღებული სახელმწიფოში. რაც ამ ადამიანების მხრიდან თავად ივანიშვილს ხვდა წილად აგრესია, შეურაცხყოფა და ცილისწამება - ამაში ნურავინ ნუ შეედრება! იმ ივანიშვილის მიმართ, რომელმაც თითოეული მათგანი - ტალახიდან ამოიყვანა და მათი "გათავადება" სცადა.


მაგრამ ეს ფორმულა არ მუშაობს იმ გარკვეული კატეგორიის პერსონაჟებთან მიმართებაში, რომლებზეც მოციქულ პეტრეს აქვს ნათქვამი: "ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ". მით უმეტეს ივანიშვილთან გატოლების მცდელობას რომ ვხედავთ იმისგან, ვინც დანებით და იარაღებით დარბოდა თბილისში, ხალხს აწიოკებდა, ატერორებდა, ხოლო ბოლოს თავი "პოლიტპატიმრად" ძალიან წარმატებით გაასაღა“- წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930