4-08-2022
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში გამოცხადებული აქუციონის შედეგად 2 ობიექტი - სანატორიუმი „თბილისი" და სანატორიუმი „მედეა" გაიყიდა.
ელექტრონული აუქციონი დღეს 17:00 საათზე დასრულდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიუმი „თბილისი" შპს „აკამ" შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა" - შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ".
რაც შეეხება დანარჩენ სანატორიუმებს, მათზე აუქციონების ვადა გახანგრძლივდა - აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და თხოვნის შედეგად იქნა მიღებული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
აუქციონების შესახებ დამატებითი ინფორმაციას იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3Rrzyym
შეგახსენებთ, "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია.პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.
წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.
16-11-2024
16-11-2024