5-08-2022
„რადიკალ-ოპოზიციას, მათი რუპორ ტელევიზიებსა და პოლიტიკაში თავით გადაშვებულ მავნებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ამ კამპანიაზე, რომელიც მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა მაინც განწირულია!“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, რომელიც ქსენოფობიის კამპანიაზე საუბრობს და მოუწოდებს გაემიჯნონ დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.
„რადიკალ-ოპოზიციას, მათ რუპორ ტელევიზიებს და პოლიტიკაში თავით გადაშვებულ მავნებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახლი (სულ ახალიც არ არის!) ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა აქვთ გაშლილი. სტრატეგიული მიზანი: იქნებ რამენაირად გავაღიზიანოთ რუსეთი, ამით დავაზარალებთ „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას, ახლა ქვეყანაც თუ დაზარალდება, რა ვუყოთ მერე, მთავარია ხელისუფლება დავაზარალოთ. ტაქტიკა, ანუ მიზნის აღსრულების საშუალებები: პოლიტიკაში თავით გადაშვებული, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნაც პარტიული ტელევიზიები აქვეყნებენ დეზინფორმაციას, იმის შესახებ „რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა, თითქოს, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტს გაუტოლდა.“ რადიკალური პარტიები და მათ წარმომადგენლები ითხოვენ სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის შემოღებას! მთლიანობაში კი მოსახლეობაში ქსენოფობიის გაღვივება და ზიზღის დათესვაა! რეალურად კი 31 ივლისის მდგომარეობით, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, „რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას და 110 ათასზე ნაკლებია!“ ეს კი „საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია.“ რა არის რადიკალ-ოპოზიციის, მათი რუპორ ტელევიზიების და პოლიტიკაში თავით გადაშვებულ მავნებელ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსენოფობიური კამპანიის საბოლო მიზანი: გამოიწვიონ ზიზღი, შეურაცხყოფა, ხელყოფა, ჩხუბი, აგრესია და დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ; უნდა მოხდეს სხვადასხვა სახის ესკალაციები, გამწვავებები და ინციდენტები; მთავარია, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ჩართული იქნას კონფლიქტში, რომლის გარდამავალ ფაზა იქნება სამხედრო დაპირისპირება და შემდეგ გარდაუვალი ომი! რადიკალ-ოპოზიციას, მათი რუპორ ტელევიზიებსა და პოლიტიკაში თავით გადაშვებულ მავნებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ამ კამპანიაზე, რომელიც მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა მაინც განწირულია!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024