8-08-2022
"ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, საზღვრები შემოუხაზეს და არჩევნები ჩაუტარეს, კოდორს - ზემო აფხაზეთი. 2008 წლის რვა აგვისტოს იძახეს, რუსეთში არიან ძალები, რომლებსაც ჩართვა სურთ ამ მოვლენებშიო; ცხრაში ბრძანებულება გამოსცეს, რვაში გადმოკვეთა რუსულმა ჯარმა როკის გვირაბიო; ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვეს; თორმეტში წაგებული ომი აზეიმეს ხალხს, ორ თვეში რეზოლუციაზე მოუწერეს რუსებს ხელი - 7 აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური ბომბებით დავბომბეთო; უკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები გადამალეს, რომელთა მოძიება და სტრასბურგის მოგება ძლივს მოხერხდა 2013 წლის შემდეგ და ჩვენ გვეუბნებიან, მოღალატეები ხართ, რვაში რატომ გადიხართ დაღუპული გმირების საფლავებზეო" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია "ნაცების პიარმა" ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა.
სულ ასეთი "მართლები" და "პატრიოტები" არიან!" - წერს იონათამიშვილი.
16-11-2024
16-11-2024