21-08-2022
ამ რთულ დროს საქართველო დგას თურქი ძმების და დების გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, "ტვიტერზე" წერს.
მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს გაზიანთეფში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
"დიდად დამამწუხრა გაზიანთეფის გზატკეცილზე მომხდარი ტრაგიკული ავარიის შესახებ ამბავმა.
ყველაზე გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ამ რთულ დროს საქართველო დგას თურქი ძმების და დების გვერდით", აღნიშნავს პრემიერი.
16-11-2024
16-11-2024