26-08-2022
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის ხელმძღვანელობით, ონის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს 2023-2026 წლებში პრიორიტეტის დოკუმენტის პირველადი ვარიანტისთვის და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისათვის ძირითადი ადმინისტრაციული ხარჯების, პროეტებისა და ღონისძიებების შერჩევის საკითხი.
ონის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება, და განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.
16-11-2024
16-11-2024