28-08-2022
აჭარის მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ვარშავის უნივერსიტეტისა და არქეოლოგიური ჯგუფის აქტიურობით საქართველოში პირველი, რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება.
მიმდინარე წლის, 22- 27 აგვისტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ ზაურ ახვლედიანი, სააგენტოს არქეოლოგიურ- არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი ლაშა ასლანიშვილი და სსიპ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი ემზარ კახიძე იმყოფებოდნენ ნიდერლანდებში, ქალაქ ნაიმეგენში, სადაც #ლიმესკონგრესი2022 გაიმართა.
ლიმეს კონგრესი 1949 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება ყოფილი "Imperium Romanum" (რომის იმპერიის) გავრცელების არეალში. ფორუმში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები, 35 ქვეყნის 500 მდე დელეგატი.
16-11-2024
16-11-2024