გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რადგან „ისფედი“ გახდა პოლიტიკური სუბიექტი და არც უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები

6-09-2022

როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნას, მაშინვე ის ხდება პოლიტიკური სუბიექტი. რადგან „ისფედი“ გახდა პოლიტიკური სუბიექტი და არც უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, შევთავაზეთ და არ გაემიჯნა, რა თქმა უნდა, მას ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

„ისფედი“ არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გააყალბა „პივიტი“, ვაპატიეთ, ვილაპარაკეთ ამაზე, მაგრამ მერე რაღაც პროცესებში ჩავრთეთ.


სადამდე მივიდა ეს ყველაფერი - სცენაზე გამოვიდნენ, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის შექმნა , პირდაპირ პოლიტიკური მოთხოვნა დააყენეს პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე. აქაც კი მაქსიმალურად რბილი დამოკიდებულება ვაჩვენეთ და ვთქვით, რომ თუ გაემიჯნებიან იმ წინა პოლიტიკურ მოთხოვნას და აჩვენებენ, რომ დაუბრუნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის როლს, მაშინ კი ბატონო, ჩაერთონ საპარლამენტო სამუშაო პროცესებში.


ესეც კი არ გააკეთეს და ვიღაცეებს უნდათ, რომ ისფედი მაინც ჩაერთოს, ანუ, რადიკალიზმი წარმოაჩინოს ნორმად, ამას რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ. როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნას, მაშინვე ის ხდება პოლიტიკური სუბიექტი. ეს არის ორჯერ ორი ოთხი პოლიტიკის თეორიაში.


რადგან ისფედი გახდა პოლიტიკური სუბიექტი და არც უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, არ გაემიჯნა, შევთავაზეთ და არ გაემიჯნა, რა თქმა უნდა მას ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ, რომ „ისფედი“ აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930