გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში - m&i Europe Autumn 2022 მიიღო მონაწილეობა

8-09-2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში  საერთაშორისო ფორუმში m&i Europe Autumn 2022 მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ქალაქ პორტუში გაიმართა.  საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმს 500-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.


 3 დღის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქმიანი ტურიზმის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.  ფორუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა 45-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები გამართეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031