9-07-2018
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ის პროკურორობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა.
მისივე თქმით, თადუმაძე 2012 წელს პოლიტიკურ ბრძოლაში გაიცნო.
ამის შესახებ წულუკიანმა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„შალვა თადუმაძე ჩემი ნათესავი არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია. მე ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში, 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიყავით შემოკრებილი იურისტების ჯგუფი, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ჯგუფში იყო არჩილ კბილშვილი, შალვა თადუმაძე, ქუცნაშვილი, ბარამიძე. ეს იყო საკამაოდ შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტებისა და ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა“- განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა საპროკურორო საბჭოს პროკურორობის სამი კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი, შალვა შავგულიძე.