გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე „ხალხის ძალაზე“: ჩვენი თანაგუნდელები არიან, უმრავლესობის წევრები არიან, მათ ფრაქცია და პარტია დატოვეს

11-09-2022

ოთხივე მათგანს პატივს ვცემ, ჩვენი მეგობრები, თანაგუნდელები არიან, უმრავლესობის წევრები არიან, მათ ფრაქცია და პარტია დატოვეს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მათ ასე გადაწყვიტეს, ეს მათი გზა არის, ოთხივე მათგანს პატივს ვცემ, იმ ადამიანებსაც, რომლებიც „ხალხის ძალის“ გუნდს შეუერთდნენ რეგიონებიდან, ძალიან ბევრს ვიცნობ კიდევაც და პატივს ვცემ, ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანაგუნდელები არიან, უმრავლესობის წევრები არიან, მათ ფრაქცია და პარტია დატოვეს, გასაგებია, მაგრამ არის ერთადერთი ის საკითხი, რომელ საკითხზეც ალბათ ვერ შევთანხმდებით. დაგვიტოვეთ ეს შეუთანხმებლობის უფლება. დანარჩენთან დაკავშირებით, ეს ასე იყო თუ არ იყო, დეტალურ კომენტარს აღარ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ამაზე საუბარი რომ გვდომოდა, ჩვენ ვილაპარაკებდით ამაზე, თუმცა, იმათ ვერ დავაბრალებ, რომ რაიმე არასწორ ინფორმაციას ახმოვანებენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31