11-09-2022
,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ჩვევას არ ღალატობს და საკნიდანაც ვაჭრობს” - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.
როგორც მეგრელიშვილი წერს, ახალი სიუჟეტი, რომლითაც ის გომელაურისა და რუსული აგენტურის დაკავშირებას ცდილობს უკვე წაგებული სვლაა.
,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ჩვევას არ ღალატობს და საკნიდანაც ვაჭრობს. მან, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ მის ხელთ არსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების, გაიტანა და სარფიანად გაყიდა (მიღებული შემოსავალი მილიონებს შეადგენს). ის თანამშრომლობდა ოპოზიციურ ტელევიზიებთან,არსებობს ჩანაწერები სადაც ეს ყოველივე იკვეთება. მის მონაბოდს სიუჟეტებში აცოცხლებდნენ ჟურნალისტები. პრინციპი წყარო დაცულია გამხელისაგან მათთვის იარაღი იყო და გოგაშვილის მიერ შეთხზული ამბებით აშავებდნენ ყველას და ყველაფერს.
დღეს გოგაშვილის სამიზნე ვახტანგ გომელაურია. მისი მიზანი ამ ღირსეული კაცის და მმართველი გუნდის დისკრედიტაციაა. ახალი სიუჟეტი, რომლითაც ის გომელაურისა და რუსული აგენტურის დაკავშორებას ცდილობს უკვე წაგებული სვლაა. რასაც ამტკიცებს სწორედ ის აღმოჩნდა ხაფანგი მისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში თავად ჰქონდა კავშირი რუსულ "ძალებთან" და მისივე დაგებულ მახეშიც თავად გაება. სწორედ რუსეთთან მისი კავშირებია შესწავლის პროცესში. ყველაფერი დაიდება,ყველაფერი გაირკვევა, მანამდე კი "ქურდს ქუდი ეწვის" არ ყოფნის მოთმინება და საკუთარი დამნაშავეობა აყვირებს. მინაწერი- ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთ ადამიანებს სამუდამოს მისცემდნენ ვინ აპატიებდა მას სახელმწიფო ღალატს?! დროა აღვადგინოთ სახ. ღალატის მუხლი. ეჭვი არ მეპარება კიდევ არაერთ ისტორიას შეთხზავს, მძაფრ და სკანდალურ სიუჟეტებში ცალკე წილიც აქვს ყველა საქმეზე სადაც მართლა ჩაისვარა თავად ისაუბრებს, დაველოდოთ მორიგ სიუჟეტებს”- წერს მეგრელიშვილი.
16-11-2024
16-11-2024