12-09-2022
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომუნიკაციების კომისიას მხარდაჭერისა და იმ წარმატებისთვის, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ერთად მივაღწიეთ. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობასა და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგა. მნიშვნელოვანია თქვენი როლი მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების განვითარებაში, რადგან ჩვენ დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ყველანი გარემოცული ვართ დეზინფორმაციით, სიცრუითა და ნახევარსიმართლით.“ - აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასუნსიონ სანჩეზ რუიზმა კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის შეფასებისას გააკეთა, რომელიც 2021 წელს განხორციელდა. რუიზმა პროექტის „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ წარმატებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში პროექტის შედეგების მდგრადობისუზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რამდენჯერ ყოფილა, რომსოციალურ ქსელებში ან პირად საუბრებში გვიხსენებია და გაგვივრცელებია ინფორმაცია, რომელზეც დარწმუნებული ვყოფილვართ, რომ სიმართლეა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სიმართლე არ ყოფილა. ასევე შესაძლებელია, რომ დეზინფორმაციას ვავრცელებდეთ ისე, რომ არც კი ვიცოდეთ მისი გამავრცელებელი რომ ვართ. ასეთი შემთხვევები ყველას გვქონია. ამიტომ ეს პროექტი და მისი მდგრადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც გარშემო ამდენი დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელება ხდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ საზოგადოებამ გაიგოს ამ პრობლემის არსებობის შესახებ. ასევე იმიტომ, რომ შესაძლოა ჩვენ თავად ვიყოთ დეზინფორმაციის სამიზნე. და მესამე, რათა ვიცოდეთ, რომ შეიძლება უნებლიეთ ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში და ისე ვავრცელებდეთ დეზინფორმაციას, რომ არც კი ვიცოდეთ. დეზინფორმაციასთან ბრძოლა რთული გამოწვევაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ამ პროცესში ჩართული უნდა იყონ და თავისი როლი შეასრულონ სახელმწიფო უწყებებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფაქტების გადამმოწმებლებმა და ყველა ჩვენგანმა ინდივიდუალურად. პედაგოგებიინფორმაციის გამავრცელებლები არიან და საკუთარ თემში დიდი ნდობით სარგებლობენ. ის ცოდნა, რომელსაც პედაგოგები თავის მოსწავლეებს აძლევენ უფრო ფართოდაც ვრცელდება, როდესაც მოსწავლებისახლში მიდიან და მშობლებს უყვებიან, ისინი კი თავიანთ მშობლებს, ანუ ბებიებს და ბაბუებსდა ასე ვრცელდება ინფორმაცია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის სამიზნე აუდიტორია სწორედ მასწავლებლები იყვნენ. პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალით 900-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. მოხარული ვარ, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მოდულის გამოყენება გაგრძელდება კომუნიკაციების კომისიასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად. ეს პროფესიონალიზმის, მდგრადობისა და კარგი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია, დიდი მადლობა ამისთვის“ - განაცხადა ასუნსიონ სანჩეზ რუიზმა.
16-11-2024
16-11-2024