გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი: ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში

14-09-2022

ივანიშვილის მიერ კობახიძის გამოგორების სიხშირის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან ნერვიულობს. მან მორიგ ჯერზე გამოაგორა კობახიძე - რეფერენდუმი ჩავატაროთ, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ომიო.


ასეთი რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუნდაც ერთდროულად, შედეგი ყველგან ერთნაირი იქნება - მოსახლეობის 100 % ომის წინააღმდეგია, ოკუპანტ რუსეთშიც კი. ეს მორიგი აფერისტობაა! - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს.


"უკრაინაში პუტინისტური რუსეთის დამარცხებების და მოსახლეობაში მხარდაჭერის კარგვის ფონზე, რა სურს „ოცნებას“ - ხალხო, ჩვენ გადაგარჩინეთ ომსო. ამიტომ ქვეყანა რომ ფსკერზეა, ხალხის შემოსავალი დოლარში რომ იკლებს, ეკონომიკა რომ არ იზრდება, მათი მმართველობის პერიოდში მოსახლეობის 23 %ემიგრაციაში რომ გაიქცა, ევროკავშირი კარს რომ არ გვიღებს, ქვეყანა კორუფციაში რომ იხრჩობა, ჩავარდნილი რეფორმები, ტოტალური უსამართლობა, უსამართლო სასამართლო და აქედან გამომდინარე, უსამართლო გარემო, მრავალგზის გაყალბებული არჩევნები, დაკვეთილი მკვლელობები, მედიაზე, არასამთავრობო სექტორზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა, პოლიტიკური პატიმრები, გოგაშვილის მიერ ღალატში მხილებული სისტემა - თურმე, გამოგონილი ომის საფრთხის გამო ეს ყველაფერი უნდა ვაპატიოთ! ივანიშვილო, ეს აფერისტობა არ გაგივა!


ათი წელია, ეს არის ქვეყნის საშინაო პოლიტიკა, ხოლო მთელი საგარეო ურთიერთობები დაყვანილია პუტინისტურრუსეთთან უკანა ნალში შეძვრომის პოლიტიკაზე.


ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში, ანუ საქართველოს ნათელ მომავალს, „ოცნება“ თუ ახალი კოალიციური მთავრობა?! პასუხი წინასწარ ცნობილია - მოსახლეობის 85 % მხარს ახალ კოალიციურ მთავრობას უჭერს" - აცხადებს ოქრიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930