გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გუგა ქაშიბაძე - რუჯის მიღების მსურველები 11:00 საათიდან 17:00 საათამდე მზეზე ყოფნას უნდა მოერიდონ

10-07-2018

რუჯის მიღების მიზნით ბოლო პერიოდში მზეზე დამწვრობის შემთხვევები მატულობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, რუჯის მიღების მსურველები 11:00 საათიდან 17:00 საათამდე მზეზე დიდი ხნით ყოფნას უნდა მოერიდონ.

„ზოგადად, დამწვრობის ცენტრისთვის მიმართვიანობის სტატისტიკა გაზრდილია, ვიდრე გასულ წელს და იმის წინა წელს იყო. რუჯის მიღების მსურველები, უმჯობესია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ხანგრძლივი დროით არ იყვნენ მზეზე. აღნიშნულ პერიოდში მზეზე ყოფნას განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ბავშვები და მოხუცები. წაისვან მზისგან დამცავი კრემები“, – განაცხადა ქაშიბაძემ. 

მისივე თქმით, ძირითადად მზეზე ყოფნისგან პირველი–მეორე ხარისხის დამწვრობას იღებენ, რასაც შესაძლოა, თან ერთვოდეს ორგანიზმის გადახურება და მზის დაკვრა. 

„წინა წლებში გვქონდა შემთხვევები, როდესაც მზეზე დამწვრობის შედეგად პაციენტები რეანიმაციაში მოვათავსეთ. წელს, საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები არ გვქონია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

interpresnews

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728