გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით - ჯუანშერ ბურჭულაძე

16-09-2022

“ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არავითარ შემთხევაში არ გადის მილიტარისტულ გზაზე, ” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედი LIVE”-ის ეთერში.


თავდაცვის მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა რუსეთის მხრიდან საქართველო-ნატოს ერთობლივ წვრთნებზე გაკეთებულ განცხადებას. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ეს იყო გეგმიური წვრთნა, რომელიც საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდა.


“აპელირება, რომ ჩვენ მილიტარიზაციის გზას ვირჩევთ, არ არის სწორი. არანაირი ტექნიკა წვრთნების დასრულების შემდეგ ჩვენთან არ დარჩენილა. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ ყოფილა”, – აღნიშნა მან.


თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამგვარ საუბარს, შესაძლოა, პრევენციული ხასიათი ჰქონდეს. “კიდევ ერთხელ შემიძლია დავარწმუნო ყველა, რომ წყნარად იყოს. ჩვენგან მხრიდან არანაირი საფრთხე არ არის არც საქართველოს ძირძველი ტერიტორიების მიმართ და, მით უმეტეს, რეგიონში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031