გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგა ბოკერია: ნაცმოძრაობამ “ოცნებას” მიბაძა და გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანები სახედ აქცია, მაგალითად გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი

17-09-2022

ნაცმოძრაობამ “ოცნებას” მიბაძა და გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანები სახედ აქცია, მაგალითად გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი _ ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.


“იმ კლიმატს, რაც ივანიშვილმა შექმნა _ ყველაფერი მოსულა: იმის ყიდვა, ამის წამოყვანა, იმისი გადაყვანა, გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანის მიღება, ისე რომ არც ხსნი ამას, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მიბაძა. ყველაზე მკაფიოდ, ეს “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო, ასეთი ადამიანები გახდნენ სახე ამ კოგლომერატის. მაგალითად გუბაზ სანიკიძე, ის ხომ იყო განსახიერება ყველაფერი იმისა, რაც ვარდების რევოლუციას და მის რეფორმებს უპირისპირდება. ასევე თაკო ჩარკვიანი და ბევრია ასეთი” _ აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031