გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გონიოს ციხეში „რომაული ფესტივალი 2022“ გაიმართება

17-09-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გონიოს ციხეში ჩატარდება, ტრადიციული კოსტუმირებული სანახაობა- „რომაული ფესტივალი 2022“.


ციხის ტერიტორიაზე გაცოცხლებული იქნება I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ თეატრალური სანახაობა - „ ფარსმან ქველის სტუმრობა რომში“, ანტიკური ცეკვები და სპორტული შეჯიბრებები, გაცოცხლებული ქანდაკებები, რომაული ქორწილი, ცეცხლოვანი შოუ, გლადიატორთა ორთაბრძოლა და სხვა.


სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კერამიკისა და ხის მასტერკლასებში, რომაულ თამაშებში, დააგემოვნონ რომაული კერძები და უბრალოდ ერთი დღით გახდნენ იმ ეპოქის მონაწილეები. ღონისძიების მიზანია იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა. (16:00 სთ -დან 22:00 სთ-მდე) ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031