20-09-2022
დღეს, როცა პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული რათა ბანკში მიმდინარე დრამატული მოვლენა მშვიდობიანად დასრულდეს და მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" მანტია-მოსხმული "კრიტიკული მედია" და ბოღმა პოლიტიკანები ცდილობენ დააბულინგონ პოლიციის თანამშრომლები და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ათასგვარი სისულელე გაავრცელონ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე.
„ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ "აშუქებდა" გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას მაშინდელი "რუსთავი 2". დღეს, როცა პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული რათა ბანკში მიმდინარე დრამატული მოვლენა მშვიდობიანად დასრულდეს და მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" მანტია-მოსხმული "კრიტიკული მედია" და ბოღმა პოლიტიკანები ცდილობენ დააბულინგონ პოლიციის თანამშრომლები და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ათასგვარი სისულელე გაავრცელონ. არაუშავს. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავებს აქვთ საკმაოდ კარგი მომზადება, რათა ყველაფერი კარგად დასრულდეს“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024