გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინდისის გმირის ავტომობილი რომელიც დღემდე განბაჟებას ელის

11-07-2018

"შინდისის გმირის "შინდისფერი მერანი"; ათი წელი სრულდება 2008 წლის აგვისტოს ომიდან. თითოეულ ჩვენგანს უამრავი ისტორია წაგვიკითხავს ან ტელევიზიით გვინახავს სიუჟეტი შინდისის გმირებზე, მაგრამ თუ ასეთ სევდიან ისტორიას მოვისმენდი არ მეგონა"-ამის შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში წერს.
.
"რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანების ერთი ჯგუფი ქალაქ ფოთში გავემგზავრეთ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლის ალექსანდრე (საშკა) ბუხნიკაშვილის საფლავის მოსანხულებლად. ჩვენ ჯგუფში ბატონი დავით დვალიშვილი - აფხაზეთის ომის ვეტერანი და 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული მიშიკო(მიხეილ) დვალიშვილის მამა. ფოთში მისულებს ბატონმა დავითმა გვთხოვა ერთ-ერთ ტერმინალთან მივსულიყავით და მაშინ გავიგე ამ სევდიანი ისტორიის შესახებ.


ტერმინალთან მისულებს შესასვლელთან ავტომობილი ფორდ მონტერო დაგვხვდა. ავტომობილის დანახვაზე ბატონ დავითს ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე. აღნიშნული ავტომობილი 2008 წლის ივლისში მიშიკო დვალიშვილს შეუძენია, რომელიც განბაჟებული არ იყო. ერთხელ მიშიკო საპატრულო პოლიციას გაუჩერებია და რადგან განბაჟების ვადა იყო გასული მანქანა საბაჟო ტერმინალზე გადაიყვანეს. მიშკომ ტერმინალის თანამშრომლებს სთხოვა მანქანისთვის მიეხედათ, ის რამოდენიმე დღეში დაბრუნდებოდა, მანქანას განაბაჟებდა და წაიყვანდა. სამ დღეში ომი დაიწყო. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განგაში გამოცხადდა და მიშიკო ბრძოლებში ჩაერთო. მიშიკო თავის თანამებრძოლებთან ერთად სოფელ შინდისში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა და დარჩა შინდისფერი ფორდ მონტერო მიშიკოსს გარეშე.


ბატონ დავითს არც ნერვები და არც მატერიალურისაშუალება არ ქონდა, რომ მანქანა განებაჟებინა. წინა ხელისუფლებას სთხოვა ერთხელ დახმარება, მაგრამ უშედეგოდ და ამის შემდეგ არავინ შეუწუხებია. იმედი გვაქვს დღევანდელი ხელისუფლება გამოიჩენს გულისხმიერებას და აღნიშნულ ავტომობილს დაუბრუნებს მიშიკოს ოჯახს.


და ბოლოს მინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატო აღნიშნული ტერმინალის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ამ ხნის მანძილზე შეინახეს და მოუარეს მიშიკოს(მიხეილ) შინდისფერ მერანს"-წერს დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930