გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მესტიაში 23 წლის ბიჭი მოკლეს

11-07-2018

მესტიაში 23 წლის ბიჭი მოკლეს.

დაჭრილი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

მესტიაში 23 წლის ლუკა ფალიანი თანასოფლელმა ცივი იარაღით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.


შემთხვევა მესტიის ცენტრში დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაჭრილი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფალიანი კლინიკაში მიყვანის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა. მას ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია, იგი ადგილობრივია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები ტარდება.



sputnik-georgia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728